შენიშვნები საქართველოს კანონზე "ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ"

ავტორები

  • რობერტ მაკგი

ანოტაცია

სტატია ეძღვნება საქართველოს კანონს „ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ“ (№ 6598-რს, ხელმოწერილ იქნა საქართველოს პრეზიდენტის მიერ  2012  წლის  29  ივნისს, კანონის ზოგიერთი მუხლი ძალაში შევიდა გამოქვეყნებისთანავე, ნაწილი კი  -  2013  წლის  1  იანვრიდან, მოიცავს სულ 17 მუხლს, ეხება ბუღალტრული აღრიცხვის და აუდიტის სფეროს ფართო საკითხებს). სტატიის მიზანია არა კანონის მუხლობრივი განხილვა, არამედ მისი მიმოხილვა და დასავლური გამოცდილებიდან გამომდინარე, ზოგადი ხასიათის შენიშვნების შეთავაზება. მიმოხილვაში ყველაზე კრიტიკულად აღქმულია კანონისის მუხლი, რომლის თანახმად, მხოლოდ  IFAC-ის სრული წევრი პროფესიული ორგანიზაცია: საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია (ბაფ-ი), ფლობს აუდიტის ჩატარების ექსკლუზიურ უფლებას საკუთარი წევრების მეშვეობით, რადგან კანონის მიხედვით „აუდიტორი“ არის  „აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაციის“ წევრი, აკრედიტებულად კი ავტომატურად ითვლება „ორგანიზაცია, რომელიც არის ან  IFAC -ის სრული წევრი ან აღიარებულია  IFAC-ის მიერ“.  თუ ვინ უნდა იყოს აკრედიტებული და ვინ არა, დამოკიდებულია IFAC-ზე,  რომელიც არ წარმოადგენს საქართველოს ორგანიზაციას. „შესაძლებელია ჩვენი დამოკიდებულება მკვეთრად კრიტიკული იყოს აღნიშნული კანონის მიმართ,  თუმცა ეს არ იყო ჩვენი განზრახვა.

  კანონის შესწავლამ და განსაკუთრებით მისმა ზოგიერთმა მუხლმა ჩვენ რეალურად ძლიერი არასერიოზულობის შთაბეჭდილება დაგვიტოვა სხვადასხვა გარემოებიდან გამომდინარე“ - აღნიშნავს ავტორი. ეჭვგარეშეა, რომ კანონის მიზანი კეთილშობილურია: პრაქტიკის განმახორციელებელ საზოგადოებას საქართველოში ესაჭიროება გარკვეული სტრუქტურიზება და გაიდლაინები. აღნიშნული სტრუქტურა და სახელმძღვანელო მასალები შეიძლება შემუშავებულ იქნეს ან კერძო სექტორის (ბაზარი) მონაწილეობით ან საზოგადოებრივი სექტორის (მთავრობა) ჩარევით. თუმცა არაა საჭირო ახალი „ბორბალის“ გამოგონება იმ სფეროებში, სადაც არსებობს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დამკვიდრებული პრაქტიკა, განსაკუთრებით, როდესაც საკითხი ეხება აუდიტს და ბუღალტერიას. ასევე, არაა სწორი სხვების მიერ შემუშავებული წესების ბრმად კოპირება, იმ შემთხვევაშიც კი თუ ეს კანონები სრულყოფილად მუშაობენ სხვა გარემოებაში. მთავარია კანონის „ძალით“ და კანონის „ენით“ ხელოვნურად არ შეიქმნას მონოპოლიები, რადგან ბაზარი ზოგადად არ ქმნის მონოპოლიას, არამედ კანონები ქმნიან მას. განსაკუთრებით ეს საშიში ხდება, როდესაც იქმნება მონოპოლიური სიტუაცია, ან იქმნება ისეთი კანონები, რომელთა შედეგია ფიზიკური და იურიდიული პირების ბიზნესიდან განდევნა და მათთვის საქმიანობის განხორციელებაში ხელოვნურად ხელის შეშლა შემოსავლის მიღების შეზღუდვით და გრძელვადიანი უმუშევრობის პირობების შექმნის საფუძველზე არაეთიკური გარემოს დამკვიდრების პროვოცირება.

ავტორის ბიოგრაფია

რობერტ მაკგი

პროფესორი, ფაიეტევილის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

31.05.2014

როგორ უნდა ციტირება

მაკგი R. (2014). შენიშვნები საქართველოს კანონზე "ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ". ბიზნესი და კანონმდებლობა, 7(3), 11–14. Retrieved from https://ojs.b-k.ge/index.php/bk/article/view/190