პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში: ტენდენციები, ზეგავლენა და სამომავლო პერსპექტივა
DOI:
https://doi.org/10.52340/bal/2025.18.02.10საკვანძო სიტყვები:
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, მთლიანი შიდა პროდუქტი, ეკონომიკური ზრდა, რეგიონული ინვესტიციებიანოტაცია
უდავოა, რომ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს მნიშვნელოვანი როლი ენიჭება მსოფლიო ქვეყნების განვითარების პროცესში და ამ მხრივ საქართველოც არ არის გამონაკლისი. შეიძლება ითქვას, რომ საქართველო პოსტ-საბჭოთა სივრცის ის ქვეყანაა, რომელიც გამორჩეულია თავისი პოლიტიკით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიმართ. დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გახდა მისი ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი და დღემდე ქვეყანაში განხორციელებული პუი-ს მოცულობის დინამიური და სტატისტიკური ანალიზი შთამბეჭდავ შედეგს გვაძლევს.
საქართველო, როგორც პატარა, ღია ეკონომიკის ქვეყანა, რომელიც მდებარეობს სტრატეგიულად ხელსაყრელ მონაკვეთზე ევროპასა და აზიას შორის, ეყრდნობა პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს ინფრასტრუქტურის განვითარების, ენერგეტიკული პროექტების, ლოჯისტიკის, ტურიზმისა და ფინანსური მომსახურების მხარდასაჭერად. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებას მუდმივად ახლავს თანმდევი რყევები, გლობალური ტენდენციებისა და რეგიონული დინამიკის შესაბამისად, ისინი კვლავაც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ეკონომიკური მდგრადობის გაძლიერებაში, ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებასა და ქვეყნის გლობალურ ღირებულებათა უფრო ღრმად ინტეგრაციაში.
წყაროები
Parjiani.sh - “Foreign Direct Investment on Economic Growth by Industries in Central and Eastern European Countries”, 2015
Parjiani.Sh – „FDI, FDI’s Impact on Economic Growth and The Investment Environment In Georgia“. Globalisation and Business - 2013.
Blomstrom, M. and Kokko, A – „Multinational Corporations and Spillovers“, 2002
Accelerating Investment: Challenges and Policies – World Bank
გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენცის ვერგვერდი - https://unctad.org/
საქართველოს ეროვნული ბიუროს ვებ-გვერდი - https://www.geostat,ge
საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგის სააგენტოს ვებგვერდი - https://www.standardandpoors.com
საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგის სააგენტოს ვებგვერდი - https://www.fitchratings.com
საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგის სააგენტოს ვებგვერდი - https://www.moodys.com
საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდი - https://www.nbg.gov.ge
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2025 ბიზნესი და კანონმდებლობა

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .











