ხასიათი, როგორც ადამიანის თვისებების ერთობლიობა
DOI:
https://doi.org/10.52340/bal/2025.18.01.06საკვანძო სიტყვები:
სახიათი, ხასიათის ინტელექტუალური თვისებები, ხასიათის კონცეფციაანოტაცია
ხასიათი ადამიანის ქცევის ერთ-ერთი განმსაზვრელი ფაქტორია, რომელიც, თავის მხრივ, სოციუმის ზემოქმედებით გარკვეულ ცვლილებებს განიცდის: გარე ფაქტორების ზეგავლენით ხასიათის ზოგიერთი თვისება მძაფრდება, ზოგიერთი სუსტდება, ზოგი კი უცვლელი რჩება.
ფსიქოლოგიის, როგორც დამოუკიდებელი მეცნიერების ჩამოყალიბებასთან ერთად, ყალიბდებოდა ხასიათის კონცეფციაც. ამ პრობლემის შესახებ ერთი საერთო მიდგომა არ იქნა შემუშავებული, სხვადასხვა მკვლევართა ჯგუფებმა განიხილეს ბუნება, სტრუქტურა, თავისებურებები, ასევე ფაქტორები , რომელიც განაპირობებს ხასიათის განვითარებას.
ხასიათი - ეს არის პიროვნების განსაზღვრული არსებული ფსიქიკური თავისებურებების ერთობლიობა, რომელიც განსაზღვრავს მის ქცევას განსაზღვრულ ცხოვრებისეულ პირობებში. პიროვნების გამოცდილების მარაგი, რომელიც ყალიბდება ინდვიდუალურ-ტიპოლოგიეური მახასიათებლებით და გამოვლინდება ქცევის თავისებურებებში, გარემოსთან ურთიერთობებში.
ხასიათი წარმოადგენს პიროვნების ფსიქიკური თავისებურებების ინტეგრაციას, რომელიც ადამიანისათვის არის მისაღები.
მის სტრუქტურაში გამოყოფენ ორ ჯგუფს: პირველს მიეკუთვნება ნიშნები, რომლებიც უზრუნველყოფს პიროვნების მიმართულებას (მოთხოვნილებები, განწყობა, მოტივაცია, ინტერესები, იდეალი, მიზნები). პიროვნების მიმართულებაა მოთხოვნილებები და ადამიანის ქცევის მოტივი. ეს ყველაფერი წარმოადგენს ძირითად მარაგს. ამ ყველაფერის გარეშე არ ყალიბდება პიროვნების ხასიათი. ადამიანის მიმართება ვლინდება სუბიექტისა და პიროვნების ერთმანეთთან ურთიერთობისას. ადამიანის ურთიერთობები მრავალმხრივია: ურთიერთობა სამყაროსთან, საზოგადოებასთან, ერთმანეთთან, სამსახურთან და მის შედეგებთან.
მეორე ჯგუფს მიეკუთვნება ინტელექტუალური, ნებელობითი და ემოციონალური ხასიათის თვისებები. ხასიათის ინტელექტუალური თვისებები თანამედროვე პირობებში სამხედრო საქმიანობაში უმნიშვნელოვანესია. მაღალი განვითარება შემეცნებითი ინტერესების და გონებრივი შესაძლებლოებები, ცნობისმოყავრეობა და შემოქმედებითი მიდგომართულ ინტელექტუალურ საკითხებზე განაპირობებს ადამიანის ურთიერთობებს რეალობასთან და პროფესიულ ცხოვრებასთან (დამოუკიდებლობა, კრიტიკულობა, რწმენა, გადაწყვეტილების მიღება და სხვა). ხასიათის თვისება, ისეთი როგორიცაა გადაწყვეტილების მიუღებლობა შეიძლება გამოწვეული იყოს სამხედრო საქმის ცოდნის სიმცირით, მისი სუსტი ინტელექტუალური მომზადებით რთულ სიტუაციებში.
ნებელობითი თვისებები განსაზღვრავენ ადამიანის მზაობას საკუთარი ქცევა დაარეგულირონ ცნობიერად, რომელიც დაკავშირებულია სირთულეების და დაბრკოლებების გადალახვასთან, ქცევა მიმართოს გარკვეული პრინციპებისა და დავალებებისაკენ.
წყაროები
Борисова Е.М. О роли профессиональной деятельности в фор¬ми¬ровании личности // Психология формирования и развития личности. М., 1981;
Фулье А. Т емперамент и характер. М., 1896. С. 9;
Полан Франсуа. Психология характера. Спб., 1896 г.С.120;
Кейра Фредерик. Характер и нравственное воспитание. Спб., 1987;
Кречмер Э. Строение тела и характер // Психология индивидуальных различий. М., 1982;
Шелдон У. Анализ конституционных различий. Тексты. М., 1982;
Алексеев A.A., Громова Л.А. Психометрия для менеджеров. Л., 1991;
Психология и психоанализ характера. Хрестоматия по психологии и типологии характеров. Самара, 1997;
Фрейд 3. Введение в психоанализ. Лекции. М., 1995 С. 145;
Фрейд 3. Психология бессознательного. М., 1989. С. 190;
Юнг К.Г. Психологическая типология. М., 1993. с. 90;
Юнг К.Г. Психологические типы. М., 1992;
Овчинников Б.В., Павлов К.В., Владимирова И.М. Ваш психоло¬ги¬ческий тип. СПб., 1994;
Адлер А. Практика и теория индивидуальной психологии. М., 1995;
Фромм Э. Бегство от свободы. М., 1990;
Фромм Э.. Иметь или быть. М., 1990;
Хьел JL, Зиглер Д. Теории личности. Санкт-Петербург, 1997;
. Леонгард К. Акцентуированные личности. Киев, 1981;
Leonhard K. Akzentuierte Persönlichkeiten. Berlin: Volk. U/ Ge-sundheit, 1976.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2025 ბიზნესი და კანონმდებლობა

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .











