უცხოური ინვესტიციების თეორიულ-მეთოდოლოგიური საფუძვლები

ავტორები

  • ლამარა ქოქიაური

DOI:

https://doi.org/10.52340/bal/2025.18.01.02

საკვანძო სიტყვები:

ინვესტიციები, უცხოური ინვესტიციები, კაპიტალის საერთაშორისო ნაკადები, საინვესტიციო კანონმდებლობა, ინვესტიციის ბაზარი

ანოტაცია

სტატიაში განხილულია უცხოური ინვესტიციების და ინვესტირებისადმი მიძღვნილი შრომათა  ციკლის  თეორიულ-მეთოდოლოგიური  ასპექტები. 

საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოზიდვა ჩვენს მიერ მოიაზრება, როგორც ინვესტიციების ბაზრის ოპტიმალურად ფორმირების აუცილებელი პირობა. იგი უზრუნველყოფს მსოფლიო მეურნეობაში საქართველოს ეკონომიკის რეალურად ჩართვას და გვესახება ეკონომიკის კრიზისული მდგომარეობის გადალახვის, მისი სტრუქტურული გარდაქმნის, წარმოებრივი პოტენციალის თანამედროვე ტექნოლოგიურ დონეზე გადაყვანის მნიშვნელოვან და გამოცდილებით დადასტურებულ საშუალებად;

შრომაში  „უცხოური ინვესტიციების  თეორიულ-მეთოდოლოგიური საფუძვლები“ დასაბუთებულია, რომ უცხოური ინვესტიციები დღეს საგაერო ბაზრებზე საქონლის და მომსახურეობის მიწოდების მთავარი ინსტრუმენტი და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სფეროა. ისინი სულ უფრო მზარდ გავლენას ახდენენ მსოფლიო ეკონომიკური კავშირების მასშტაბზე, მიმართულებებსა და სტრუქტურაზე;

გაანალიზებულია მეცნიერ-ეკონომისტების შეხედულებები უცხოური ინვესტიციების შესახებ აღიარებული ფორმების სწრაფი ევოლუციის მიზეზები და ამჟამად გლობალიზაციის ფონზე მათი კვლევის მეთოდოლოგიური პრინციპები.

ზემოთაღნიშნული თვალსაზრისიდან გამომდინარე, მოტანილია უცხოური ინვესტიციების განმარტების და ეკონომიკური შინაარსის ახსნის ემპირიული კვლევა, კერძოდ, მისი განმარტება წარმოდგენილია უცხოური ინვესტიციების ცნება საერთაშორისო სამართალში სეულის კონვენციის, აგრეთვე საერთაშორისო სავალუტო ფონდის და „საინვესტიციო საქმიანაობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის  მიხედვით;

ინვესტიციების მსოფლიო ბაზრის ინტეგრაციული პროცესების, ეკონომიკის გლობალიზაციის ფონზე დასმულა საკითხი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის აუცილებლობისა და შესაძლებლობების შესახებ. ამასთან, ვითარდება მოსაზრება მასზე, რომ მხოლოდ ინვესტიციების თამამად მოზიდვა კი არ უნდა იყოს ამოსავალი წერტილი, არამედ უნდა მოხდეს ქვეყანაში დაგროვილი სიმდიდრის  შენარჩუნება და უცხოური ინვესტიციების დაბანდებისას ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა; უცხოური ინვესტიციები უნდა ასრულებდეს ეკონომიკური ზრდის კატალიზატორის როლს.

 სტატიაში გაანალიზებული და ახსნილია საქართველოს ეკონომიკაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში არსებული სიძნელეები და არასწორი ორიენტირები; აქვე წამოყენებულია მათი აღმოფხვრის რეკომენდაციები, რომ პირველ რიგში, ამ სფეროში საჭიროა სწორი ეროვნული ეკონომიკური პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება.

შრომაში განხილულია უცხოური ინვესტიციების განხორციელების მნიშვნელოვანი ფორმები,  კერძოდ: პირველ რიგში ეს არის ახალი საწარმოების შექმნა ან მოქმედი საწარმოების შეძენა; კაპიტალის დაბანდების კიდევ ერთი, მეორე ფორმაა საწარმოების შეძენა ადგილობრივი ნედლეულის გადამუშავებით, ისე, რომ საგარეო ბაზარს მიეწოდოს ამ ნედლეულის გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქცია; მესამე ფორმა - იმ ქვეყნებში, სადაც ხდება საერთოდ ტექნიკის ექსპორტი (სამხედრო და სამოქალაქო), ამ ტექნიკისთვის ლოჯისტიკური და სერვისული სისტემების შექმნა, რაც აუცილებელი პირობაა ამ მდგრადი ბაზრის შესანარჩუნებლად.; მეოთხე ფორმაა აქტივების ნაწილის ან მთლიანად ამ აქტივების შესყიდვა ქართული ენერგორესურსების იმპორტიორ ქვეყნებში. ქართული კაპიტალის ასეთი დაბანდება საზღვარგარეთ ამარტივებს, ასუსტებს ენერგომატარებელთა ტრანზიტორ ქვეყნებზე დამოკიდებულებას და ამაღლებს ენერგორესურსების მიწოდების საიმედოობას უცხოელი პარტნიორებისთვის; მეხუთე ფორმა _ ეს არის ზოგიერთ ქვეყანაში სამრეწველო ობიექტების მშენებლობა კომერციულ საწყისებზე; დაბოლოს, მეექვსე ფორმაა კაპიტალის მონაწილეობა სხვადასხვა პროგრამის განხორციელებაში უცხოეთში უცხოელ პარტნიორებთან ერთად, რაც დამახასიათებელია ზოგიერთი დარგებისთვის.

ავტორის ბიოგრაფია

ლამარა ქოქიაური

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი,

ეროვნული ინოვაციური საკვლევი ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი

წყაროები

გელაშვილი მ., 2012. საინვესტიციო პოლიტიკა. თბ: „უნივერსალი“. 376 გვ.;

გრეჰემი ე., 1999. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და ვაჭრობა. „ეკონომიკური რეფორმები დღეს“. №1, გვ. 37-42;

ნასყიდა დარბუაშვილი. (2018). როცა უცხოურ ინვესტიციებს სახელმწიფოს დასაქცევად ვიყენებთ! Business and Legislation, 11(1), 5–6. Retrieved from https://ojs.b-k.ge/index.php/bk/article/view/9

დარბუაშვილი ნ. (2001) სგდსხადო პოლიტიკა და ქვეყნის ინვესტიციური უსაფრთხოება. „ეკონომიკა“ №3-4, გვ, 84-86;

კვარაცხელია დ., 2007. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოს ეკონომიკაში: ტენდენციები, შედეგები და პერსპექტივები, „სოციალური ეკონომიკა“, №2, გვ. 163;

სილაგაძე ლ. (2018) პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ტენდეციები პოსტსაბჭოთა ქვეყნებში (1996-2016) გვ. 180;

სიხარულიძე დ., 2012. უცხოური ინვესტიციების მოტივაციები და მისი გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე (ინგლისურ ენაზე), ეკონომიკა და ბიზნესი, № 6, თბილისი, გვ. 61-78;

ქოქიაური ლ., 2002. ინვესტიციის ბაზარი: თეორია, პოლიტიკა, პრაქტიკა. თბ.: თსუ. გვ. 538;

ქოქიაური ლ., ბერიაშვილი ლ., 2009. საინვესტიციო კანონმდებლობა. თბ.: თსუ. გვ. 15-16;

ქოქიაური ლ., 2010. საინვესტიციო საქმე. თბ.: სტუ. 1361 გვ.;

ქოქიაური ლ., 2016. ფინანსები (ენციკლოპედიური განმარტერბითი ლექსიკონი) ტ. I წიგნი 1, თბ.: „კალმოსანი“. გვ.1122;

ქოქიაური ლ., 2016. ფინანსები (ენციკლოპედიური განმარტერბითი ლექსიკონი) ტ. I წიგნი 2 თბ.: „კალმოსანი“. გვ. 972;

ქოქიაური ლ., უცხოური ინვესტიციები (2017) . თბ.: საფინანსო საინვესტიციო პოლიტიკისა და სტრატეგიის ფონდი. გვ. 887;

ქოქიაური ლ., 2025. საინვესტიციო საქმიანობა ტ. 1 ინვესტირების თეორიული საფუძვლები. გამომცემლობა „კალმოსანი“ 707 გვ.;

ჭარაია ვ., 2014. წნეხი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების „ძლიერ ველზე“, ეკონომიკა და ბიზნესი, № 4, გვ. 109-122;

ხარხელაური ხ., 2013. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის პერსპექტივები საქართველოში, სადისერტაციო ნაშრომი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. თბილისი;

ჯანჯღავა ქ., 2013. უცხოური პირდაპირი ინვესტიციების ზეგავლენა ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე (საქართველოს მაგალითზე), სადისერტაციო ნაშრომი; ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი;

Ashoka Mody, (2007), Foreign Direct Investment and the World Economy, Publisher: „Routledge“, p. 608;

Assaf Razin and Efraim Sadka, (2007), Foreign Direct Investment: Analysis of Aggregate Flows, Publisher: „Princeton University Press“, p. 160;

Blomström M., A. Kokko, M. Zejan, (2000), Foreign Direct Investment: Firm and Host Country Strategies, Publisher: „Palgrave Macmillan“, p. 253;

Chaisse Julien (ed.), (2019), China's International Investment Strategy: Bilateral, Regional, and Global Law and Policy, Oxford University Press, 600 p.;

Cheng Bian, (2022), National Security Review of Foreign Investment: A Comparative Legal Analysis of China, the United States and the European Union, Routledge, 260 p.;

Dunning John H., (1993). Muntinational Enterprises and the Clobal Economy. Wokingham, Addison-Wesley. P. 435;

Dunning John H., (Ed.), (2000), Regions, Globalization, and the Knowledge-Based Economy, Publisher: "Oxford University Press", p. 520;

Dunning John H., and Rajneesh Narula (Eds.), (2003), Foreign Direct Investment and Governments: Catalysts for Economic Restructuring, Publisher: „Routledge“, p. 520;

Dunning John H., and Sarianna M. Lundan, (2008), Multinational Enterprises and the Global Economy, Second Edition, Publisher: „Edward Elgar Publishing“, p. 920;

Gitman L., Birman M. Jonk, H. Schmidt, Elements of Investments. Translation made by L. Qoqiauri (Second edition). 2012. p.745;

Fisher P., (2004) Attracting Foreing Direct Investment into Russia: 5 Steps Towards Success / aul Fisher. - M.: Nauka, 328 p;

Humer, Stephen H. 1960| 1976 The International operations of national firms: stady of direct forign investment. Cambridge MA: MIT press. p.381-382;

Imad A. Moosa, (2002), Foreign Direct Investment: Theory, Evidence and Practice, Publisher: „Palgrave Macmillan“, p. 312;

Information Resources Management Association (IRM), (2020), Foreign Direct Investments: Concepts, Methodologies, Tools, and Applications, IGI Global, 2000 p.;

Jean-François Bélanger (ed.), (2020), Foreign Investment, Strategic Assets and National Security, Cambridge University Press, 350 p.;

Kojima K., (1978). Direct Foreign Investment: a Japanes Model of Multinational Business Operations. London; 320 p.;

Modern Investment Theory (5th Edition) by Robert A. Haugen (Paperback - Jun 8, 2000).

Peter J. Buckley (Ed.), (2009), Foreign Direct Investment, Six-Volume Set, Publisher: „SAGE Publications Ltd“, p. 1,728;

Qoqiauri L., 2001. About Attracting Foreign Investment to Georgia. Moscow, Magazine „Obshestvo I economika“, Vol.11-12. pp.267-273;

Qoqiauri L., 2009. Investment Projects: Theory, Analyze, Management. Tbilisi State University. p. 418;

Qoqiauri L., 2009. Modern Theories of Investment and Management (lecture course of masters). Tbilisi State University. p.260;

Qoqiauri L., 2009. Theoretical Genesis of Investments. Popular Sciences Edition. New York. 590 p.;

Qoqiauri L., 2012. Investment Management and Policy (Second Edition). Technical University of Georgia. p. 924;

Qoqiauri L., 2016. New Vision on Investment Genesis. International Joirnal of Latest Reseach in Science and Technology (IJLRST). Volume 5. Issue 2. p. 10-24;

Qoqiauri L., 2016. The Main Tendency of Investments in the Process of Reforms in Georgia. March. Black Sea. Volume 28, Issue 02. Baku. pp. 43-63;

Rudolf Dolzer and Christoph Schreuer, (2022), Principles of International Investment Law, Oxford University Press, 456 p;

Sornarajah M., (2021), The International Law on Foreign Investment, Cambridge University Press, 666 p;

Theodore H. Moran, Edward M. Graham, and Magnus Blomström (Eds.), (2005), Does Foreign Direct Investment Promote Development?, Publisher: „Institute for International Economics“, p. 450;

Бланк И. В. (2018), Инвестиции: Теория и практика, Москва, Издательство: Юрайт, 360 с.;

Игонина Л.Л., 2004. Инвестиции. М.: Экономисть. с. 35-36;

Кадочников С. М. (2002) Прямые зарубежные ирвестиции современной теории институциальной экономики и международной торговли. СПб. с. 128;

Колесников В. А. (2021), Мировая экономика и инвестиции: Глобальные тенденции, Санкт-Петербург, Издательство: Экономистъ, 380 с;

Моисеев Н. Н. (2018), Мировая экономика и международные инвестиции, Санкт-Петербург, Издательство: Питер, 350 с;

Плотников Н. С. (2019), Экономика и управление инвестициями: Учебник для вузов, Москва, Издательство: Экономика, 370 с;

Поршнев А. А. (2016), Глобализация экономики и ее влияние на инвестиционную деятельность, Москва, Издательство: Экономика, 300 с;

Фабоции Ф., 2000. Управление Инвестициями. Пер с англ. М.: ИНФРА-М. с. 10-25.

Финансы и инвестиций. Толковый словарь. М.: „Джон Уфйли энд Сфиз“. 1995. с.83.

Хозанович Э., 2011. Иностранные инвестиции. М.: КНОРУС. с. 44-45;

Шарп В., Александер Г., Бейли Дж., 1972. Инвестиции/Пер. с англ-ого. СПБ: Копирайт. 425-442.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

14.07.2025

როგორ უნდა ციტირება

ქოქიაური L. . (2025). უცხოური ინვესტიციების თეორიულ-მეთოდოლოგიური საფუძვლები. ბიზნესი და კანონმდებლობა, 18(1), 14–26. https://doi.org/10.52340/bal/2025.18.01.02