მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი და საქართველო
ანოტაცია
იმ პირობებში, როდესაც სიღარიბის დაძლევა მსოფლიოს ნომერ პირველ პრობლემად იქცა და საერთაშორისო ეკონომიკური ორგანიზაციები უკვე ღიად გამოხატავენ შეშფოთებას არსებულ კრიზისზე, საქართველო არაფერს იმჩნევს და ჯიუტად ამტკიცებს, რომ ქვეყნის ეკონომიკა არნახული ტემპებით ვითარდება. როგორ ახერხებს იმპორტზე ორიენტირებული, აბსოლუტურად დაუცველი შიდა ბაზრის მქონე ქვეყანა მრეწველობის ფაქტობრივი არარსებობის პირობებში ეკონომიკაში წარმატებულის ნიღბის მორგებას და რამდენად რეალურია ის სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც საქართველომ ეკონომიკური თავისუფლების ხარისხის მიხედვით თვით ევროპის განმითარებული ქვეყნებიც კი უკან ჩამოიტოვა? ამ და სხვა, მათ შორის, გლობალური ეკომომიკური კრიზისის საქართველოს ეკონომიკაზე ასახვის შესაძლო მასშტაბებსა და მისი გაღრმავების ხელშემწყობ შიდა ფაქტორებზე ისაუბრეს საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ოფისში შეკრებილმა "მრგვალი მაგიდის" მონაწილე ექსპერტებმა, რომელიც ჟურნალ "ბიზნესი და კანონმდებლობის" ინიციატივით ჩატარდა და შესაბამისი რეკომენდაციებიც შეიმუშავეს.
"მრგვალ მაგიდას" უძღვებოდა ჟურნალ "ბიზნესი და კანონმდებლობის" სარედაქციო საბჭოს წევრი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი იაკობ მესხია.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2025 ბიზნესი და კანონმდებლობა

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .











