საგადასახადო კოდექსის თეთრი ლაქები
ანოტაცია
ჩავატაროთ საწარმოს შენობის მიმდინარე რემონტი. გადახდილი თანხები მივაკუთვნეთ მიმდინარე პერიოდის ხარჯებს. საგადასახადო შემოწმებისას, ხარჯებში დატოვეს მხოლოდ 5%, დანარჩენით გაზარდეს შენობის ღირებულება.
ასევე დაგვიბეგრეს ქონების გადასახადით 1000 ლარამდე ღირებულების ძირითადი საშუალებები, რომელთა ღირებულებაც შეძენისთანავე ჩამოიწერა ხარჯებში.
გთხოვთ განგვიმარტოთ:
1. როგორ ხდება საგადასახადო კოდექსის 183-ე მუხლის 2-ე ნაწილის თანახმად, 1000 ლარამდე ღირებულების ძირითადი საშუალებბების აღრიცხვა, რომელთა შეძენის ღირებულება მთლიანად გამოიქვითა იმ საანგარიშო წელს, როდესაც მოხდა მათი შეძენა. უნდა გადავიხადოთ თუ არა, ასეთ ხარჯებზე მიკუთვნებულ ძირითად საშუალებებზე, ქონების გადასახადი. როგორ აღვრიცხოთ ასეთი აქტივების გაყიდვით მიღებული შემოსავალი?
2. მიეკუთვნება თუ არა ძირითადი საშუალებებს ისეთი საგნები, როგორებიცაა: ტელეფონის აპარატები, კალკულიატორები, მცირე ზომის ელ. გამათბობელები, საკანცელარიო ნივთები და სხვა, რომლებიც გამოიყენება ერთ წელზე მეტი ვადით და მათი ფასი 1000 ლარზე ნაკლებია. გვაინტერესებს, მათაც უნდა დავარიცხოთ თუ არა ქონების გადასახადი?
3. გვაინტერესებს, შენობის მიმდინარე რემონტზე გაწეული ხარჯებზე ვრცელდება თუ არა საგადასახადო კოდექსის 184-ე მუხლის მოთხოვნა, მხოლოდ ჯგუფის ღირებულებითი ბალანსის 5%-ის გამოქვითვისა და დანარჩენი თანხის ჯგუფის ღირებულებით ბალანსზე მიკუთვნების შესახებ?
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2025 ბიზნესი და კანონმდებლობა

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .











