ბორის გუტიერეს სიმორა: უმჯობესია, საქართველო საქართველოდ დარჩეს და ბელგიის კლონად არ იქცეს!..

ავტორები

  • ილნარ გორელიშვილი

ანოტაცია

დაიბადა მოსკოვში, ესპანელი ემიგრანტების ოჯახში. მამა, პროფესიით ჟურნალისტი, ესპანეთში კომუნისტურ გაზეთს ხელმძღვანელობდა.
სწავლობდა რუსულ სკოლაში, მამის რჩევით (ესპანეთს აშენება სჭირდებოდა) დაამთავრა მოკოვის საავიაციო ინსტიტუტი, თუმცაღა, ჟურნალისტურმა გენებმა თავისი გაიტანა - ესპანეთში დაბრუნების ბოლო წლებში (დიქტატორ ფრანკოს გარდაცვალეების შემდეგ 1977 წელს ოჯახი სამშობლოში დაბრუნდა) მუშაობდა რუსული რადიოს ლათინო-ამერიკულ ანყოფილებაში. ესპანეთში მისი საავიაციო ინჟინრობა არავის დასჭირდა (ქვეყანაში საავიაციო მრეწველობა არ იყო) და როცა ერთ-ერთ მოწინავე ბანკში მიიწვიეს (მისი კარგი განათლებისა და რუსეთთან ნაზიარევობის გამო), უარი არ უთქვამს. სტაჟირების გავლის შემდეგ გადაიყვანეს კავშირების განვითარების დეპარტამენტში, მოსკოვში წარმომადგენლობის გახსნის შემდეგ კი იყო ესპანური ბანკის პირველი წარმომადგენელი რუსეთში, სადაც 20 წელი დაჰყო. მიიჩნევს, რომ მის ბანკს დიდი წვლილი მიუძღვის რუსეთის საბანკო სისტემის ჩამოყალიბებაში. დღეს ბატონი სიმორა ესპანური ბანკის "სანტანდერის" რუსული განყოფილების დირექტორია, რომელიც შემოსავლების კუთხით მეხუთეა ევროპაში და მეათე მსოფლიოში.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

28.01.2020

როგორ უნდა ციტირება

გორელიშვილი I. . (2020). ბორის გუტიერეს სიმორა: უმჯობესია, საქართველო საქართველოდ დარჩეს და ბელგიის კლონად არ იქცეს!. ბიზნესი და კანონმდებლობა, 1(4), 13–22. Retrieved from https://ojs.b-k.ge/index.php/bk/article/view/1020

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები