პოლიტიკური ცნობიერების კრახი

დასაწყისი, ანუ დასაწყისის დასასრული

Authors

  • ალექსანდრე კუკანია

Abstract

დიდი ილია ბრძანებს: არსიდან ხმა, არსით ძახილი... ჩვენს რეა­ ლობას მორგებული სულმნათი ადამიანის ეს სიტყვები აჩრდილივით გვაწევს და მისგან გათავისუფლებას ვცდილობთ. ვისგან უნდა მოვის­ მინოთ და რა უნდა გავაკეთოთ, რათა ოცნება რეალობად იქცეს. იქნებ სჯობია გავჩუმდეთ, მაგრამ დანაშაულის ტოლფასია, როცა იცი და არაფერს აკეთებ სიმართლის წარმოსაჩენად. იქნებ სჯობს თქვა, თუმ­ ცა ისიც ხომ რეალურია, ეს ნათქვამი დარჩეს `ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა’’. რეალური სიტუაციებიდან გამომდინარე, სიცრუის თანამედროვე ტექნოლოგიები იმდენად დახვეწილია, რომ თვით სიც­ რუის დეტექტორზეც კი შეუძლებელია მათი შემოწმება. ფარისევლე­ ბის ან მათთან გათანაბრებული პირების მიერ შემუშავებული რთული მაქინაციები ხშირად გზა­კვალს უბნევს მათზე მინდობილ ადამია­ ნებს, რომელთა გაღვიძება მეტად არასასურველი გახდება ამავე მე­ თოდების შემქმნელთათვის. წინამდებარე წერილი ამ ფუნქციის შეს­ რულების მოკრძალებული მცდელობის მხოლოდ დასაწყისია.

Author Biography

ალექსანდრე კუკანია

ფილოსოფიის მეცნ. დოქტორი, პროფესორი

Downloads

Published

2009-04-30

How to Cite

კუკანია ა. (2009). პოლიტიკური ცნობიერების კრახი: დასაწყისი, ანუ დასაწყისის დასასრული. Business and Legislation, 2(4), 78–80. Retrieved from https://ojs.b-k.ge/index.php/bk/article/view/495