აგრობიზნესის მაკროეკონომიკური რეგულირების აქტუალური საკითხები საქართველოში
Abstract
ქვეყნის მდგრადი და უსაფრთხო განვითარების მყარ საფუძველს ქმნის ძლიერი და მაღალეფექტიანად ფუნქციონირებადი აგრობიზნესი. ამიტომ მისი მდგრადი განვითარების სათანადო სახელმწიფოებრივ მხარდაჭერასა და სტიმულირებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ამის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ აგრობიზნესის მაკროეკონომიკური რეგულირების მოქნილი სისტემის ქმედითი გამოყენებით, თვითრეგულირებისა და რეგულირების მექანიზმების ოპტიმალური შეთანაწყობით. ამ მიზნით ათვისებულ უნდა იქნეს განვითარებულ ქვეყნებში მწარმოებელთა მხარდაჭერის აპრობირებული ფორმები და მეთოდები იმ ზომით და ფარგლებში, რაც დაშ- ვებულია საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების დოკუმენტებით, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის სტანდარტებითა და წესდებით, საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებით.











