მიწა (ბუნებრივი რესურსი) წარმოების ფაქტორების ურთიერთმოქმედების სისტემაში

ავტორები

  • ნოდარ ჭითანავა

საკვანძო სიტყვები:

მიწის რესური, წარმოების ფაქტორები, მეწარმეობრივი უნარი, ინტეგრირებული ცოდნა, სასურსათო უზრუნველყოფა

ანოტაცია

       მიწის რესურსების რაციონალური გამოყენებისათვის აუცილებელია წარმოების სხვა ფაქტორების (შრომა, კაპიტალი, მეწარმეობრივი უნარი, ინტეგრირებული ცოდნა, ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირება), თავისებურებათა ურთიერთმოქმედების მექანიზმის ობიექტურად შეფასება.

უკანასკნელ წლებში, ეკონომიკაში ტრანსფორმაციული პროცესების ანალიზით დასტურდება, რომ:

  • წარმოების ძირითადი ფაქტორები არასრულყოფილად გამოიყენება: მიწის რესურსების მართვა ფაქტობრივად სახელმწიფოს მხრივ ყურადღების გარეშე დარჩა (აღრიცხვა მოუგვარებელია, მიწის (ნიადაგის) დაცვის ღონისძიებანი არ ხორციელდება), ასევე, არაეფექტიანად გამოიყენება საწარმოო ფონდები, ფინანსური რესურსები, სამუშაო ძალამ დისკვალიფიკაცია განიცადა (გადამზადების სისტემა არ ფუნქციონირებს), ინტეგრირებული ცოდნა (გამოყენებითი მეცნიერება, ინოვაციური მიდგომები) წარმოების პროცესში კომპლექსურად არ არის ჩართული. ყოველივე ეს გამოწვეულია იმით, რომ სახელმწიფოს ეკონომიკურ (აგრარულ) პოლიტიკაში სრულად არ არის გათვალისწინებული ქვეყნის ბუნებრივ-საწარმოო პირობები, ტრანსფორმაციის თავისებურებანი, რეფორმის შედეგად ჩამოყალიბებული ტენდენციები;
  • მოძველებულ ტექნოლოგიას (ძირითადი კაპიტალი), ინვესტიციებს (ადამიანური კაპიტალი) და სხვა წარმოების ფაქტორებს შორის წინააღმდეგობებია, რომლის დაძლევისათვის საჭიროა წარმოებისა და შრომის რაციონალური ორგანიზაცია;
  • მიწის რესურსების რაციონალურად გამოყენებაში წარმოების დანარჩენი ფაქტორების ეფექტიანად მონაწილეობის უზრუნველყოფისთვის აუცილებელია სახელმწიფოს ეკონომიკური ფუნქციების სწორად გაცნობიერება და განვითარების პოლიტიკური, სამართლებრივი, სოციალური, ეკონომიკური, ეკოლოგიური, ორგანიზაციულ-მმართველობითი სისტემების ფუნქციონირების ხელსაყრელი გარემოს შექმნა;
  • მიწის რესურსების რაციონალურ გამოყენებაზე არსებითად დამოკიდებულია ქვეყნის პოლიტიკური სუვერენიტეტი, სოციალურ-ეკონომიკური-ეკოლოგიური პრობლემების გადაწყვეტა და მოსახლეობის კეთილდღეობის დონის ამაღლება, ამიტომ მიწა, როგორც ბუნებრივი უნივერსალური რესურსი, წარმოების ფაქტორი და მეურნეობრიობის ობიექტი მუდმივად საჭიროებს სახელმწიფოს, საზოგადოებისა და მიწის მესაკუთრეთა სისტემატურ ყურადღებას, საერთო ძალისხმევას და პრობლემების მიზნობრივი პროგრამებით გადაწყვეტას.

        სტატიაში ავტორი აღნიშნულ და სხვა აქტუალურ საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას.

ავტორის ბიოგრაფია

ნოდარ ჭითანავა

ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

წყაროები

ნ. ჭითანავა - საქართველოს ეკონომიკის გამოწვევები და სტრატეგია. თბ. 2018;

საქართველოს ბუნებრივი რესურსები და მათი რაციონალურად გამოყენების პრობლემები (რუსულ ენაზე) „მეცნიერება“, თბ. 1991;

საქართველოს 2004 და 2014 წლების სასოფლო-სამეურნეო აღწერა, ქ.თბილისი, 2005წ, 2015 წ.;

ა. თავართქილაძე, ე. ნაკაიძე - საქართველოს მიწის რესურსების რაციონალური გამოყენების და დაცვის პრობლემები“, „მეცნიერება“, თბ. 1994 წ.;

სტატისტიკის ეროვნული სამსახური. საქართველოს სოფლის მეურნეობა, 2004, 2012, 2016, 2018 წწ.;

თენგიზ ურუშაძე - საქართველოს ძირითადი ნიადაგები, 1997 წ.;

საქართველოს 2004 წლის სასოფლო-სამეურნეო აღწერა. თბილისი 2005;

И. Шумпетер. Теория Экономического развития. М. «Прогресс». 1982.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

27.12.2019

როგორ უნდა ციტირება

ჭითანავა N. (2019). მიწა (ბუნებრივი რესურსი) წარმოების ფაქტორების ურთიერთმოქმედების სისტემაში. ბიზნესი და კანონმდებლობა, 12(2), 6–17. Retrieved from https://ojs.b-k.ge/index.php/bk/article/view/404

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

<< < 1 2