რა ბრალი მიუძღვის საკონსტიტუციო სასამართლოს?!

Qui tacuit, cum loqui debuit et potuit, consentire videtur!

Authors

  • პაატა კოღუაშვილი
  • ზაურ ჯინჯოლავა

Abstract

საქართველოს ყველა მოქალაქე განურჩევლად სქესისა, რასისა, ეროვნებისა, აღმსარებლობისა, კანის ფერისა, დაბადების ადგილისა და ა.შ. უფლებამოსილია, რომ საქართველოს ბუნებრივ შესაძლებლობებს, პირველ ყოვლისა _ მიწას განი- ხილავდეს, როგორც თავისი შთამომავლობის გარანტირებულ საკვებ ბაზას აწ და მარადის.

საქართველოს სასოფლო-სამეურნეო მიწის გატანა ღია ბაზარზე, სადაც, პრაქტიკულად, არც ერთი კონკურენტუნარიანი საქართველოს მოქალაქე არ არსებობს, სააკაშვილის ადმინისტრაციის მხრიდან არის სახელმწიფო ღალატი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება #3/1/5/512, რომელმაც გააუქმა უკანასკვნელი შეზღუდვები მიწის განუკითხავ გასხვისებაზე მოქალაქეობის არმქონე პირებზე, არის ღალატის ამ პროცესის ერთ-ერთი არსებითი და დამაგვირგვინებელი ეპიზოდი.

ავტორები ასაბუთებენ საკონსტიტუციო სასამართლოს ამ აქტის იურიდიულ თვალსაზრისით მანკიერ და აგრარული თვალსაზრისით კატასტროფულ აქტს.

Author Biographies

პაატა კოღუაშვილი

ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

ზაურ ჯინჯოლავა

იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

Downloads

Published

2013-04-30

How to Cite

კოღუაშვილი პ., & ჯინჯოლავა ზ. (2013). რა ბრალი მიუძღვის საკონსტიტუციო სასამართლოს?! Qui tacuit, cum loqui debuit et potuit, consentire videtur!. Business and Legislation, 6(1), 11–17. Retrieved from https://ojs.b-k.ge/index.php/bk/article/view/297

Most read articles by the same author(s)

1 2 3 > >>