როგორ სრულვყოთ კომერციული ბანკის აუდიტი

Authors

  • ქეთევან ღუდუშაური

Abstract

სტატიაში ავტორი განიხილავს კომერციული ბანკის აუდიტის საკითხებს ზოგადად და კონკრეტულად საქართველოში. ბანკები ცენტრალურ როლს თამაშობენ ეკონომიკის განვითარებაში. იმისათვის, რომ საიმედოდ და ეფექტურად განახორციელონ თავიანთი ფუნქციები, ბანკები უნდა იმსახურებდნენ საზოგადოებისა იმ მხარეების ნდობას, რომლებთანაც საქმიანი ურთიერთობები აქვთ. ამდენად, ეროვნული თუ საერთაშორისო საბანკო სისტემის სტაბილურობა საერთო საზოგადოებრივი ინტერესის საგანია. ეს საზოგადოებრივი ინტერესი აისახება იმ გზებში, რომლებითაც ბანკები, სხვა კომერციული კომპანიებისაგან განსხვავებით, ყველა ქვეყანაში ექვემდებარებიან ცენტრალური ბანკებისა და სხვა ოფიციალური ორგანოების ზედამხედველობას. ბანკების ფინანსურ ანგარიშგებას ამოწმებენ აგრეთვე გარე აუდიტორული კომპანიები. აუდიტორული დასკვნა ამაღლებს ასეთი ანგარიშგების საიმედოობას და ამგვარად ხელს უწყობს საბანკო სისტემის მიმართ ნდობის ზრდასაც. იმის გამო, რომ იზრდება საბანკო საქმიანობის მრავალფეროვნება როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო მასშტაბით, ბანკის ზედამხედველებისა და გარე აუდიტორების ამოცანები სულ უფრო მომთხოვნი ხდება. მრავალ საკითხში ბანკის ზედამხედველები და გარე აუდი- ტორები ერთი და იმავე სირთულეების წინაშე დგანან და მათი ფუნქციებიც ურთიერთშემავსებელ ფუნქციებად მიიჩნევა. ზედამხედველები არა მარტო ეყრდნობიან აუდიტორების მუშაობის შედეგებს, არამედ სულ უფრო მეტად მიმართავენ ბუღალტრული აღრიცხვის პროფესიას. იმავე დროს აუდიტო- რები მათი ფუნქციების განხორციელებისას მიმართავენ ზედამხედველებს იმ ინფორმაციისათვის,

რომელიც ამ ფუნქციების რაც შეიძლება ეფექტიანად განხორციელებას უწყობს ხელს.

Author Biography

ქეთევან ღუდუშაური

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი

Downloads

Published

2012-05-31

How to Cite

ღუდუშაური ქ. (2012). როგორ სრულვყოთ კომერციული ბანკის აუდიტი. Business and Legislation, 6(2), 53–55. Retrieved from https://ojs.b-k.ge/index.php/bk/article/view/285