არშემდგარი პოლიტიკური კოჰაბიტაციის ეკონომიკური გამოწვევები
Abstract
სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე საქართველოში პოლიტიკური პროცესები წინააღმდეგობრივად ვითარდება და ქვეყანა მუდმივ ტურბულენტურ მდგომარეობაში იმყოფება.
ხელისუფლების როგორც რევოლუციური, ასევე "ვარდისფრად" ცვლა, საზოგადოებას ყოფდა ორ მწვავედ დაპირისპირებულ ნაწილად, რაც თავის მხრივ ამუხრუჭებდა დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობას.
საქართველოს უახლოეს ისტორიაში (2012 წლის ოქტომბერი) პირველად განხორციელდა ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლა, თუმცა ქვეყნის კონსტიტუციაში არადემოკრატიული `ჩანაწერების~ გამო შეიქმნა წინააღმდეგობრივი სიტუაცია და ჩამოყალიბდა ორხელისუფლიანობა. შეიძლება ითქვას, რომ შეიქმნა ანომალური ვითარება, ქვეყნის პრეზიდენტმაშეინარჩუნა რა უმაღლესი თანამდებობა, უარი თქვა ხალხის წინაშე მისი ვალდებულებების შესრულებაზე და ოპოზიციაში ჩაუდგა სახელმწიფოს და საზოგადოების უდიდეს ნაწილს. განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე პრეზიდენტისა და პრემიერ მინისტრის, აგრეთვე შესაბამისი პოლიტიკური პარტიების თანაარსებობას (კოჰაბიტაციას) სერიოზული პრობლემები შეექმნა. ფაქტობრივად ქვეყანაში შეიქმნა შემდეგი მდგომარეობა: გამარჯვებული კოალიციის (`ქართული ოცნება") ხელში აღმოჩნდა აღმასრულებელი ხელისუფლება, მათ შორის, ძალოვანი სახელმწიფო სტრუქტურების ნაწილი, ხოლო დამარცხებული პარტიის (`ნაციონალური მოძრაობა) კონტროლქვეშ დარჩა სასამართლო სისტემა, უშიშროების საბჭო, სახელმწიფო აუდიტის სამსახური, ეროვნული ბანკი, ადგილობრივი თვითმმართველობები (რწმუნებულ-გუბერნატორების ინსტიტუტი), მარეგულირებელი სტრუქტურები, მასმედიის (განსაკუთრებით ელექტრონული) დიდი ნაწილი და ა.შ.











