დაზღვევა, როგორც საზოგადოების ეკონომიკური, ფინანსური და სოციალური ურთიერთობების ნაწილი
Abstract
დაზღვევის, როგორც ეკონომიკური დისციპლინის მეცნიერული განმარტება შეიძლება შემდეგნაირად ჩამოვაყალიბოთ: დაზღვევა ეკონომიკურ ურთიერთობათა სისტემის განსაკუთრებული სფეროა, რომელიც მყარდება ფიზიკური და იურიდიული პირების პირადი და ქონებრივი ინტერესების დასაცავად სპეციალურად შექმნილი ფულადი ფონდების განაწილება-გადანაწილების ხარჯზე.
დაზღვევის არსი ცალკეული სუბიექტების ან სამეურნეო ერთეულის მიერ რისკების სხვა სუბიექტებზე გადაცემით მათი რეალიზაციის შემთხვევაში წარმოშობილი ზარალის ანაზღაურებაში მდგომარეობს.
სადაზღვევო საქმიანობაში მონაწილეობს: კერძო, ან იურიდიული პირი, რომელსაც სადაზღვევო კომპანიაში პერიოდულად შეაქვს წინასწარ განსაზღვრული თანხა — სადაზღვევო პრემია. ეს უკანასკნელი რისკის ხარისხის მიხედვით არის გამოთვლილი. მზღვეველი, ანუ სადაზღვევო ორგანიზაცია, რომელიც დამზღვევის რისკის რეალიზების შემთხვევაში ანაზღაურებს ზარალს — სადაზღვევო თანხით. ასევე შესაძლებელია მონაწილე მხარეებიდან განვიხილოთ სადაზღვევო აგენტი, ბროკერი და გადამზღვევი ორგანიზაცია.











