ნაფიც მსაჯულთა სასამართლო
ტიპური მოდელი და მისი ქართული (პროექტისეული) ვარიანტი
Abstract
როგორც ცნობილია, ნებისმიერი, მეტნაკლებად ცივილიზებული ქვეყნის სასამართლო სისტემა, შედგება როგორც ჰორიზონტალუ რად (ურთიერთდაუქვემდებარებლად), ისე ვერტიკალურად (ინსტან ციურად) განფენილ სასამართლოთა (ავტონომიური იურისდიქციით), თუ სასამართლო სტრუქტურათა (მეტნაკლებად ავტონომიური იურის დიქციით) სისტემური ერთობლიობისაგან. მათგან, იმ სამ ათეულამდე ქვეყანაში, სადაც ნაფიც მსაჯულთა სასამართლო სადღეისოდ არსე ბობს (მათგან დაახლოებით 20 ქვეყანაში შედარებით `სრული იურის დიქციით~), ეს ინსტიტუტი ყველაზე უნიკალურია ისტორიულადაც და თანამედროვე რეალიების პოზიციიდანაც. კერძოდ, იგი იყო და რჩება პირველი ინსტანციის (ანუ საქმის არსებითად განმხილველ) სასამარ თლო სტრუქტურად, რომელიც ორგანიზაციულად ცალკე არსად არ სებობს და ვერც იარსებებს მისი ერთობ სპეციფიკური, იმანენტურად განსაკუთრებული, საგამონაკლისო კონსტრუქციის გამო.











