სამშენებლო კრიზისი და საბანკო ციებ-ცხელება

Authors

  • ილნარ გორელიშვილი

Abstract

კარგა ხნის წინათ, მაშინ, როცა აგვისტოს ომი მხოლოდ რუსული და სხვა უცხოური სპეცსამსახურების საიდუმლო კაბინეტებში იგეგმებო­ და და მსოფლიო გლობალური კრიზისის მოახლოება საერთოდ ვერ იგრძნობოდა, ჩვენი ჟურნალის მიერ ორგანიზებული ტრადიციული `მრგვალი მაგიდის~ მსვლელობისას, რომელიც ქართულ საბანკო სექ­ ტორში გაჩენილ პრობლემებს მიეძღვნა, გაისმა ფრაზა: `საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელშიც დიდი ფული ჰაერიდან კეთდება!~ ამ რეპლიკის ავტორი ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძე გახლ­ დათ. შეხვედრაზე, რომელსაც საბანკო საქმის პროფესიონალებთან ერთად, ცნობილი მეცნიერები და ექსპერტები ესწრებოდნენ, ხმამაღ­ ლა პირველად დაფიქსირდა მოსაზრება, რომ ქართული ბანკების მი­ ერ მოსახლეობაზე გაცემული 20­30%­იანი იპოთეკური და სხვა სამომხ­ მარებლო სესხები და ქართველ მშენებელთა მიერ საკუთარ ფართებზე დადებული არარეალური ფასები, საბოლოო ჯამში, ორივე სექტორს შეუქმნიდა სერიოზულ პრობლემებს.

Author Biography

ილნარ გორელიშვილი

ჟურნალ `ბიზნესი და კანონმდებლობის რედაქტორი

Downloads

Published

2009-03-31

How to Cite

გორელიშვილი ი. (2009). სამშენებლო კრიზისი და საბანკო ციებ-ცხელება. Business and Legislation, 2(3), 7–12. Retrieved from https://ojs.b-k.ge/index.php/bk/article/view/500