როგორ ამოვიღოთ ვადაგადაცილებული სესხები
Аннотация
საქართველოში ერთერთი სერიოზულიპრობლემაა ვადაგადაცილებული სესხები, რომლის მიზეზიც მრავალფეროვანია. ის პრობლემას წარმოადგენს როგორც მსესხებლისთვის, ისე, კომერციული ბანკებისა და სახელმწიფო ბიუჯეტისთვის. ამდენად, დროა გამოიძებნოს რეალური გზა ვადაგადაცილებული სესხების დაბრუნებისთვის.
გამომდინარე იქედან, რომ საქართველო განვითარებადი ქვეყანაა, ადგილი აქვს მრავალი ინოვაციური პროდუქტების დანერგვას, რის გამოც იცვლება ეკონომიკა, იცვლება ქვეყანა, იცვლება მიდგომები და იცვლება თეორიები. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტის ფაქტორინგული ოპერაციების დანერგვა კომერციულ ბანკებში, ან ფაქტორ კომპანიების ჩამოყალიბება, რაც საგრძნობლად შეცვლის ვალებთან დამოკიდებულების საკითხს და კრედიტ ინფოსსიასაც.











