საბაზრო სტრუქტურის ტიპები
Abstract
ბაზარი ეკონომიკური სივრცეა, სადაც ყალიბდება ურთიერთობა საქონლისა და მომსახურების მწარმოებლებს, მიმწოდებლებს, მომხმარებლებსა და შუამავლებს შორის.
საბაზრო ეკონომიკისთვის დამახასიათებელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ატრიბუტია - კონკურენცია. ის მიმდინარეობს, როგორც ბრძოლა ორ ან მეტ მეტოქეს შორის: ბაზარზე ადგილის დასამკვიდრებლად, კლიენტურის მოსაზიდად, მაღალი მოგების მისაღებად. კონკურენცია წარმოიშობა მხოლოდ იქ, სადაც დოვლათის რაოდენობა შეზღუდულია. ასეთ გარემოს აყალიბებს: ბაზარზე უკვე დამკვიდრებულ ფირმებს შორის კონკურენცია; მომხმარებელთა შესაძლებლობები; ახალი კონკურენტების და ახალი ტექნოლოგიით დამზადებული შემ- ცვლელი საქონლის გამოჩენა; ბაზარზე ფირმების რაოდენობა და პროდუქციის მრავალგვარობა განსაზღვრავს მის სტრუქტუ- რას. ბაზრის სტრუქტურის ძირითადი ტიპებია: სრულყოფილი კონკურენციის, მონოპოლიური, მონოპოლისტური კონკურენ- ციის და ოლიგოპოლიური.











