როგორ იკერება საქართველოში საარჩევნო „ბიბლია“?
Abstract
„კანონის პატივისცემას მოაქვს ნდობა“ — ცესკოს ამ ლოზუნგით დასრულდა საქართველოში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები. საინტერესოა, ვის მოუწოდებდა ცესკო კანონებისადმი პატივისცემას — ხალხს, თუ საკუთარ თავს, ან როგორი კანონებისადმი პატივისცემა მოეთხოვებოდათ მიზნობრივ ჯგუფებს?
მიმართვის ობიექტები აქ უცნობია, ისევე, როგორც მთავარი დაპირების არსია გაუგებარი. ნდობა, პოლი- ტიკური ისტებლიშმენტის მნიშნელოვანი ფაქტორია, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ხალხისთვის მოტივაცია. სახელმწიფოს ინტერესების იგნორირებით, კერძო ინტერესებზე მორგებული კანონმდებლობა თუ ამომრჩევლის პატივისცემას ვერ იწვევს, ნდობის საკითხიც სათუოა. ვის უნდა ვენდოთ, ან რატომ უნდა ვენდოთ? — ეს სლოგანი ისეთივე ბუნდოვანია, როგორც ჩვენი "საამაყო" საარჩევნი კოდექსი.











