ფიზიკური პირების შემოსავლების საგადასახადო რეგულირების აუცილებლობა
Abstract
განვითარებული საბაზრო ეკონომიკის მქონე სახელმწიფოების სა- გადასახადო სისტემის ფუნქციონირების საერთაშორისო გამოცდილე- ბა ცხადყოფს, რომ უცხოეთის ქვეყნების ბიუჯეტებში შემოსავლების თვალსაზრისით, ყველაზე დიდი თანხა აღირიცხება უცხოეთის ქვენების საგადასახადო კოდექსის იმ მუხლში, რომელიც ეხება პროგრესულ სკა- ლას. მის გავლენას ფიზიკური პირების რეალური ცხოვრების დონეზე და მათი შემოსავლების გათანაბრებას, დიდი ეკონომიკური და სოციალური მნიშვნელობა გააჩნია. საგადასახადო სისტემის ფუნქციონირების სფე- როში წლების მანძილზე დაგროვილი გადაუჭრელი პრობლემები ზოგადად შეიძლება გახდეს მიზეზი ქვეყანაში საგადასახადო პოლიტიკის გატარე- ბისა, რომელსაც მკვეთრად გამოხატული ფისკალური ხასიათი გააჩნია. ამ მხრივ, განსაკუთრებულ აქტუალურობასა და მნიშვნელობას იძენს საქართველოს თანამედროვე სახელმწიფო პოლიტიკის კვლევა ფიზიკური პირების შემოსავლების დაბეგვრის მიმართულებით.











