გვინდა თუ არა რეალური თვითმმართველობა?
Abstract
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის დამკვიდრების უმაღლესი ტრიბუნებიდან მრავალჯერ დეკლარირებულ, თუმცა, სრულად არ განხორციელებულ რეფორმათა რიცხვს უკვე სრულყოფილად უერთდება 2014 წელს კანონად ქცეული კიდევ ერთი ინიციატივაც.
აღნიშნული ინიციატივის მრავალ სისუსტეთა შორის მკაფიოდ გამოირჩევა ფისკალური დეცენტრალიზაციის (იგივე მუნიციპალიტეტების დამოუკიდებელი ფინანსური შესაძლებლობების გაუმჯობესების) ვერ მიღწევა - ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულებად ქცეული შემოსულობების გამიჯვნა პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით სახელმწიფო, ავტონომიურ და მუნიციპალურ ბიუჯეტებს შორის. ეს უნდა გამოხატულიყო საშემოსავლო გადასახადის განაწილების პროპორციისა და მექანიზმის დადგენაში და შედეგად, უნდა გაეზარდა თვითმმართველი ერთეულის საკუთარი შემოსავლების ოდენობა უკვე არსებულთან შედარებით.












