მონეტარისტული მოდელის დამანგრეველი შედეგები... რა იწვევს ინფლაციას და რას იწვევს ინფლაცია?
DOI:
https://doi.org/10.52340/bal/2024.01.03საკვანძო სიტყვები:
ინფლაცია, დეფლაცია, ფასების ზრდა, ფულის ემისია, დეკრეტული ფული, ეკონომიკური კრიზისებიანოტაცია
„ინფლაცია“, ამ სიტყვის ხსენება ყველა ადამიანში მკვეთრ უარყოფით ემოციებს წარმოშობს. თუ ჩაუღრმავდებით, „ინფლაცია“ ეკონომიკაში განვითარებული რთული უარყოფითი პროცესების ლოგიკური შედეგია. ამასთან ერთად, „ინფლაცია“, თავის მხრივ, განაპირობებს ეკონომიკაში დიდ უარყოფით პროცესებს.
„ინფლაცია“ ლათინური სიტყვაა და „გაბერვას“ აღნიშნავს, ეკონომიკაში კი - ფასების გაბერვას. საზოგადოებაში - უფრო გასაგებად და უფრო ნათლად - ფასების ზრდას გულისხმობენ. ეკონომისტები მას ფასების საერთო დონის ზრდას უწოდებენ, ანუ ეკონომიკურად ინფლაცია არა ცალკეულ პროდუქციაზე ფასების ზრდას, არამედ ქვეყნის ეკონომიკაში ფასების არსებული საშუალო დონის მატებას ნიშნავს.
სიტყვა „ინფლაცია“, შემთხვევით არ იწვევს ადამიანში უარყოფით ემოციებს, ინფლაციის დროს მოსახლეობა ღარიბდება, ანუ მოსახლეობის მდგომარეობა ინფლაციამდე არსებულთან შედარებით უარესდება. თუ ქვეყანა განვითარებულია და ეკონომიკურად ძლიერია, ეს მოვლენა მოსახლეობისთვის ნაკლებად მტკივნეულია. თუ ქვეყნის ეკონომიკა სუსტია და მოსახლეობის უმრავლესობა ღარიბია, ინფლაცია ამ მოსახლეობის ტრაგედიაა. ინფლაციის დროს ადამიანს-ოჯახს არსებული შემოსავლების პირობებში ეზრდება ხარჯები, ანუ არსებული შემოსავლებით ოჯახი ყიდულობს უფრო ნაკლებ ეკონომიკურ სიკეთეებს, ვიდრე ინფლაციამდე ყიდულობდა, სწორედ ეს იწვევს მოსახლეობის გაღარიბებას.
იმის თქმა, რომ ინფლაცია ფასების საერთო დონის ზდრაა, იგივეა, რომ არაფერი ვთქვათ ინფლაციაზე. ინფლაცია გაცილებით უფრო რთული და მრავლის მომცველი მოვლენაა ეკონომიკაში. „ფასების ზრდა“ ეს არის ხილული სახე - „ზედაპირი“ იმ რთული პროცესებისა, რაც ეკონომიკაში მიმდინარეობს. ინფლაცია, თავისი არსით, ზღვის ზედაპირს გავს, ჩვენ ვხედავთ ზღვის ზედაპირს, მის ძლიერ ან სუსტ ღელვას და სხვას არაფერს. მაგრამ, თუ ზღვის სიღრმეში ჩავალთ, ჩვენ ვნახავთ ურთულეს ბიოლოგიურ, ქიმიურ და ფიზიკურ პროცესებს, მათი ურთიერთქმედების დადებით და უარყოფით შედეგებს, ზღვის ზედაპირზე კი ეს ყველაფერი არ ჩანს. ზუსტათ ასევეა ინფლაცია. ფასების ზრდა ესაა „ხილული ზედაპირი“, რომლის მიღმაც სიღრმეებში ურთულესი ეკონომიკური პროცესები მიმდინარეობს.
ნაშრომის შესრულების მიზანია ამ პროცესების არსში გარკვევა და ინფლაციის გამომწვევი ეკონომიკური პროცესების ანალიზი, პასუხი გავცეთ კითხვებზე: რა იწვევს ინფლაციას და რას იწვევს ინფლაცია?
წყაროები
რევაზ კაკულია, გედევან ხელაია ფულის მიმოქცევისა და კრედიტის ზოგადი
თეორია;
დემურ გადელია, ფინანსური მენეჯმენტი;
Джеффри Д. Сакс, Фелипе Ларрен Б. Макроэкономика Глобальный подход, Москва, издательство ” Дело”, 1996;
Л. Харрис, Денежная теория, Москва, „прогрес“ 1990;
Стенли Фишер, Рудигер Дорнбуш, Ричард Шмалези Экономика, „дело“, Москва, 1995.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2024 ბიზნესი და კანონმდებლობა
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .