აუდიტორის მიერ არსებითი უზუსტობის რისკების გამოვლენა და შეფასება

ავტორები

  • ზაზა ტრიპოლსკი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.52340/bal/2023.03.08

საკვანძო სიტყვები:

აუდიტის მეთოდოლოგია, აუდიტორული გარიგება, არსებითი უზუსტობის რისკების გამოვლენა და შაფასება.

ანოტაცია

ნაშრომი ეხება აუდიტორული საქმიანობის სფეროს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს - აუდიტორის მიერ არსებითი უზუსტობის რისკების გამოვლენას და შაფასებას.

აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი ასს-315 (გადასინჯული 2019 წელს) არეგულირებს აუდიტორის პასუხისმგებლობას ფინანსური ანგარიშგების არსებითი უზუსტობის რისკების გამოვლენისა და შეფასების სფეროში.

არცთუ შორეულ წარსულში საქართველოში მოქმედი აუდიტორები (აუდიტორული ფირმები), რომელნიც არ წარმოადგენდნენ საერთაშორისო ქსელის კომპანიებს, ნაკლებ ყურადღებას უთმობდნენ კლიენტის აყვანისთვის განსახორციელებელ იმ აუცილებელ პროცედურებს, რაც მოთხოვნილია შესაბამისი აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებით და კლიენტის აყვანა ხდებოდა დაუფიქრებლად - მთავარი იყო კლიენტი ეშოვათ; არ ხდებოდა კლიენტის საფუძვლიანი შესწავლა და ამის შესაბამისად გადაწყვეტილების მიღება, თუ რამდენად შესაძლებელია ამა თუ იმ კლიენტთან გარიგებაში შესვლა; ან ხდებოდა მხოლოდ ბუღალტრული მონაცემების მიმოხილვა და ამის ზედაპირული განხილვით ხდებოდა კლიენტთან გარიგებაში შესვლაზე თანხმობა. ამ შემთხვევაშიც არ ხდებოდა შესაბამისი პროცედურის გავლა კლიენტთან გარიებაში შესვლაზე გადაწყვეტილების მისაღებად. ხოლო შემდეგ, მუშაობის დაწყებისას არ ხდებოდა ისეთი მნიშვნელოვანი პროედურის გავლა, როგორიცაა ფინანსური ანგარიშგების არსებითი უზუსტობის რისკების გამოვლენა და მათი შეფასება.

ავტორი გამოცდილებაზე დაყრდნობით ნაშრომში აღწერს, თუ როგორ უნდა ხდებოდეს ფინანსური ანგარიშგების არსებითი უზუსტობის რისკების გამოვლენა და შეფასება  აუდიტორის მიერ და გამოთქვამს მათზე საყურადღებო მოსაზრებებს.

ავტორის ბიოგრაფია

ზაზა ტრიპოლსკი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის დოქტორანტი

წყაროები

https://saras.gov.ge/ka/Home/IsaList

https://www.iaasb.org/

https://leaccountant.com/the-accountant/auditing-standards-summaries/isa/

აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი 315 (გადასინჯული 2019 წელს)

ასს 315 (გადასინჯული 2019 წელს) არსებითი უზუსტობის რისკების გამოვლენა და შეფასება-დანერგვის სახელმძღვანელო. 2022 წლის ივლისი.

Tripolski, Z. (2022). The Importance of The Place and Role of Professional Organizations in The Process of Auditing Activity Regulation in Georgia. International Journal of Innovative Technologies in Economy. 40(4), pp. 1-9. DOI:10.31435/rsglobal_ijite/30122022/7928

https://rsglobal.pl/index.php/ijite/article/view/2439

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

30.12.2023

როგორ უნდა ციტირება

ტრიპოლსკი ზ. . (2023). აუდიტორის მიერ არსებითი უზუსტობის რისკების გამოვლენა და შეფასება. ბიზნესი და კანონმდებლობა, 16(3), 53–66. https://doi.org/10.52340/bal/2023.03.08