ეპოქალური წიგნი

რეზენზია ნოდარ ჭითანავას მონოგრაფიაზე: გლობალური გამოწვევები ერთპოლუსიან მსოფლიოში

ავტორები

ანოტაცია

ქართული ეკონომიკური მეცნიერება ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი ეპოქის გამოწვევების ადექვატური აღქმითა და მისი პრობლემების სიღრმისეული გააზრებებით, რომელთა სათავეში ყოველთვის იდგა მოაზროვნე მეცნიერთა უმაღლესი კოჰორტა გამორჩეულ მეცნიერთა სახეებით. ისინი ქვეყნის აღმშენებლობას ყოველთვის დროული ნააზრევებით ამდიდრებდნენ და გარკვეული დოზით ეპოქასაც წინ უსწრებდნენ. ასეთი აზროვნების ნამდვილ ნიმუშად მოგვვევლინა ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრის, ათეულობით სამეცნიერო ნაშრომისა და მონოგრაფიული გამოკვლევების ავტორის, ბატონ ნოდარ ჭითანავას კიდევ ერთი საინტერესო და მეტად მნიშვნელოვანი წიგნი - ეს არის „გლობალური გამოწვევები ერთპოლუსიან მსოფლიოში“.

            წიგნი შექმნილია ქართულ (და არა მარტო ქართულ!) ეკონომიკურ ლიტერატურაში სრულიად ახალი ფორმატით, ესაა დიდ მეცნიერთან დიალოგის სახით წარმოდგენილი მოსაზრებები. ამ დიალოგის ჩარჩოში პროფესორ იური პაპასქუას მაღალი ინტელექტი თანხვედრაშია ავტორის აზროვნების ფენომენთან და თხრობის დინამიკაც ლოგიკური და სიღრმისეულია.

 წიგნში დასაბუთებული და არგუმენტირებული დასკვნები, მეტად საყურადღებო ხედვები გლობალიზაციისა და გეოეკონომიკურ სივრცეში ჩვენი ქვეყნის როლის შესახებ, ასევე კორონავირუსული პანდემიით გამოწვეულ პრობლემებზე, თანამედროვე აზროვნების უმაღლეს ნიმუშად შეიძლება ჩაითვალოს.

ავტორის ბიოგრაფია

მურმან კვარაცხელია

ეკ­ონო­მ­იკ­ურ ­მეცნ­ი­ერ­ებ­ათა­ დოქ­ტორ­ი,­ პრო­ფეს­ო­რი

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

26.12.2022

როგორ უნდა ციტირება

კვარაცხელია M. (2022). ეპოქალური წიგნი: რეზენზია ნოდარ ჭითანავას მონოგრაფიაზე: გლობალური გამოწვევები ერთპოლუსიან მსოფლიოში . ბიზნესი და კანონმდებლობა, 15(3), 65–67. Retrieved from https://ojs.b-k.ge/index.php/bk/article/view/781