გამოქვეყნების პროცედურა
გამოსაქვეყნებლად შემოსული მასალებისგან იქმნება ნომრისთვის პორტფელი, რომლიდანაც ნაწილი, დამუშავების ხარისხის, დადგენილი პროცედურები გაუვლელობის ან სხვა არასუბიექტური გარემოებათა გამო, შესაძლოა, გადავიდეს მომდევნო ნომერში.
გამოსაქვეყნებელი მასალის მისაღებად კონკრეტული დრო და საათი დადგენილი არ არის - მასალები მიიღება ელექტრონულად, ჟურნალში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე ჟურნალის ნომრის გამოსვლამე არანაკლებ ორი თვით ადრე და მთავარი რედაქტორის მიერ ეძლევა მსვლელობა გამოქვეყნებისთვის გადაწყვეტილების მიღებასა განსათავსებლად მომზადების პროცედურებს:
ჟურნალის ნომრისთვის ნაშრომის მიღება ხდება ჟურნალის ელექტრონულ მისამართზე - არაუგვიანეს 20 აპრილისა/ 20 ოქტომბრისა. სპეციალური ნომრისთვის მასალების მიღება ეცნობება დაინტერესებულ ავტორებს კომუნიკაციის საშუალებებით;
გაფორმების წესებთან სტატიის შესაბამისობის და სხვა ხარვეზების დადგენისთვის განკუთვნილია 5 დღე. არაშესაბამის ან არაპროფილურ ნაშრომებზე ამავე ვადაში ეცნობება ავტორებს;
გაფორმების წესებთან შესაბამისი ნაშრომებისთვის რეცენზენტების შერჩევა და ნაშრომის გადაგზავნა ხდება არაუგვიანეს ერთი კვირისა;
რეცენზირებისთვის რეცენზენტებს ეძლევათ დრო არაუგვიანეს 20 დღისა;
შენიშვნების გასწორება ან გადამუშავება ავტორებს შეეძლებათ 10 დღის ვადაში;
გამოქმეყნებამდე დარჩენილი სხვა დრო ეთმობა ჟურნალის დიზაინის შერჩევის, დაკაბადონების, საიტებზე განთავსების პროცედურებს.