http://ojs.b-k.ge/index.php/bk/issue/feedბიზნესი და კანონმდებლობა2023-10-03T14:38:28+04:00იური პაპასქუაi.papaskua@mail.ruOpen Journal Systems
საერთაშორისო სამეცნიერო-ანალიტიკურ ჟურნალი „ბიზნესი და კანონმდებლობა“ 2004 წლიდან გამოდის. იგი მკითხველს სისტემატურად აწვდის ბიზნესის, მარკეტინგის, მენეჯმენტის, საგადასახადო, საბაჟო, ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტის და ეკონომიკური პროფილის ყველა დარგის, აგრეთვე, კანონმდებლობის ფართო სპექტრთანასთან დაკავშირებულ საკითხებზე პროფესიონალთა მიერ მომზადებულ სტატიებს.

„ბიზნესი და კანონმდებლობა“ რეცენზირებადი და რეფერირებადია 2008 წლიდან. იგი აღიარებულია და თანამშრომლობს საქართველოს ყველა უმაღლესი განთლების დაწესებულებასთან, კავშირ-ურთიერთობები აქვს უცხოეთის ბევრ უნივერსიტეტთან და საერთაშორისო ორგანიზაციასთან.

გამოსაქვეყნებელი მასალის რეცენზირება ხორციელდება რეცენზირებისთვის დადგენილი ეთიკური ნორმების დაცვითა და გამოქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად.

ჟურნალი 2014 წლიდან მთლიანად ელექტრონულ ფორმატში ვრცელდება. განთავსებულია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრულ ბიბლიოთეკა „ივერიელში“, მინიჭებული აქვს საერაშორისო სტანდარტული სერიული ნომერი (ISSN), ციფრული ობიექტის იდენტიფიკატორი (DOI) და ინდექსირებულია საერთაშორისი საძიებო ბაზაში.

ონლაინ ISSN: 2960-9801
ბეჭდვითი ISSN: 1987-604

DOI: https://doi.org/10.52340/bal

პერიოდულობა: გამოიცემა წელიწადში ორჯერ - ივლისის დასაწყისამდე და დეკემბრის ბოლომდე. შესაძლოა, გამოვიდეს დამატებით სპეციალური ნომერი.
http://ojs.b-k.ge/index.php/bk/article/view/804ბუნებრივ-რესურსული პოტენციალის ინტეგრალური მართვის პრობლემები2023-10-03T12:46:08+04:00ნოდარ ჭითანავაchitanavanodar@gmail.com
ნაშრომში წარმოდგენილია საქართველოში ბუნებრივ-რესურსული პოტენციალის გამოყენების თანამედროვე მდგომარეობა და ანალიზი და შემოთავაზებულია ქვეყნის მრავალფეროვანი ბუნებრივ-რესურსული პოტენციალის რაციონალურად და ეფექტიანად გამოყენების რეკომენდაციები.

ავტორის მოსაზრებით, მიწისა და სხვა ბუნებრივი რესურსების რაციონალურად გამოყენება რთული პროცესია და ის მიზანშწონილია განვიხილოთ, როგორც ინტეგრირებული სისტემა, რომლის წარმატებული ფუნქციონირებისთვის სახელმწიფომ, საზოგადოებამ და ბიზნესმა მიზნობრივად, ეტაპობრივად უნდა აამოქმედონ სოციალური, ეკონომიკური, ეკოლოგიური განვითარების არსებული შესაძლებლობები და ამით უზრუნველყონ მაღალეფექტიან საბაზრო ეკონომიკურ სისტემაზე გადასვლის ხელშემწყობი გარემოს შექმნა. ამ ამოცანის შესრულებისათვის აუცილებელია სახელმწიფოს, როგორც პოლიტიკური სუბიექტის და მესაკუთრის (მიწისა და სხვა ბუნებრივი რესურსების უდიდესი ნაწილის მფლობელის) სოციალური და ეკონომიკური ეკსკლუზიური როლის სწორად გაცნობიერება.

ქვეყნის ეკონომიკაში შექმნილი არასტაბილური (განვითარების ზიგზაგისებური ხასიათი), არასტანდარტული მდგომარეობის შეცვლა მხოლოდ ტრადიციული მიდგომებით, ქრესტომატიულ დოგმებზე დაყრდნობით შეუძლებელია. ქვეყანაში უნდა განხორციელდეს „გარღვევის სტრატეგია - მობილიზაციური (ინოვაციური) მოდელი“.

ნაშრომში გადმოცემული და არგუმენტირებულია ამ მოდელის არსი, ნაჩვენებია რესურსების ეფექტიანად გამოყენების შესაძლებლობები და იმ ფაქტორთა ერთობლიობა, რომელთა გავლენით მიიღწევა რესურსების რაციონალური და ეფექტიანი გამოყენება.
2023-10-03T00:00:00+04:00საავტორო უფლებები (c) 2023 http://ojs.b-k.ge/index.php/bk/article/view/805ბუღალტრული აღრიცხვის ხარისხის ამაღლების კონცეპტუალური ვექტორები მცირე და საშუალო ბიზნესისთვის2023-10-03T13:04:32+04:00ლავრენტი ჭუმბურიძეlavrenti@baf.geლევან საბაურიsabaurilevan@gmail.comიური პაპასქუაpapaskuaiuri@gmail.com
ნაშრომი ეხება საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვის ხარისხის ამაღლების აუცილებლობას - ამ სფეროში არსებულ პრობლემებსა და მათი გადაწყვეტის პერსპექტივას.

ავტორები ყურადღებას ამახვილებენ გამოწვევებზე, რომლებიც დარგში განხორციელებული რეფორმების შემდეგ დაგროვილმა გამოცდილებამ გამოკვეთა და შემდგომ დახვეწას, დროის შესაბამისად ახლებურ გადაწყვეტილებებს საჭიროებენ. მათი აზრით, ბუღალტრულ აღრიცხვას, ფუნდამენტური ხარისხობრივი მახასიათებლების უზრუნველყოფასთან ერთად, ეკისრება ხელმძღვანელებისთვის გამოყენებადი ინფორმაციის დროულად და სრულად მიწოდება. ბუღალტრული აღრიცხვის შემდგომი განვითარება, უპირველესად, მმართველობის პროცესში გამოსაყენებელი სააღრიცხვო ინფორმაციის ხარისხის ამაღლებაა, რაც ბუღალტრების მომზადების და კვალიფიკაციის ამაღლების კომპლექსური ღონისძიებების განხორციელებას მოითხოვს. დარგში არსებულ პრობლემებს, ყველაზე უკეთ, პროფესიის წარმომადგენლები გრძნობენ და შეუძლიათ მათი გადაწყვეტა.

სტატიაში წარმოდგენილია შესაბამისი არგუმენტები და მათგან გამომდინარე პროფესიული გაერთიანებების შეჯერებული საყურადღებო კონცეპტუალური მოსაზრებები საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების ხარისხის ამაღლებისთვის აუცილებელ ღონისძიებებზე.
2023-10-03T00:00:00+04:00საავტორო უფლებები (c) 2023 http://ojs.b-k.ge/index.php/bk/article/view/806თანამედროვე ქართული პოლიტიკური ცნობიერების ფორმირება2023-10-03T13:13:39+04:00გურამ აბესაძეguramabesaze@yahoo.comნოდარ აბესაძეnodarabesadze007@gmail.com
თანამედროვე მსოფლიო წესრიგის ტრანსფორმაციამ ნაციონალიზმისა და ეროვნული იდენტობის პრობლემები წინა პლანზე წამოსწია, რომელმაც ერის პოლიტიკური ცნობიერების ახლებური გარდაქმნა მოითხოვა. პოლიტიკური ცნობიერება გადაიქცა ეროვნული იდენტობის პოლიტიკური ტრანსფორმაციის ღირებულებით პრიორიტეტად, რომელმაც რადიკალურად უნდა გარდაქმნას ერის სახელმწიფოებრივი აზროვნება. თანამედროვე საქართველოს პოლიტიკურისისტემის მდგრადობა და დემოკრატიული ტრანზიცია მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულიაპოლიტიკური ცნობიერების გარდაქმნაზე. ტრანსფორმაციას განიცდის ეროვნულ-სახელმწიფოებრივიცნობიერება, რომელიც შესაბამის რეაგირებას ახდენს პოლიტიკურ გამოწვევებსა და რისკებზე. ერთიანი ეროვნული პოლიტიკური ცნობიერება სახელმწიფოებრივი ერის განმსაზღვრელი ნიშანია. ქართულ პოლიტიკურ სივრცეში პოლარიზებული ცნობიერება ხელს უშლის ერთიანისახელმწიფოებრივი ერის ფორმირებას. შესაბამისად, სუსტია პოლიტიკური საზოგადოებისფორმირების პროცესი.

თანამედროვე ქართული პოლიტიკური სააზროვნო სივრცე მკვეთრი ირაციონალურობითა და პოლარიზებით გამოირჩევა; ქართულმა პოლიტიკურმა ინტელექტმა ვერ მოახერხა ახალი სიტუაციის შესაბამისად გარდაქმნა; მუდმივი სინდრომი გახდა პოლარიზება და აგრესიული რიტორიკა; ავტორიტარიზმი და ავტოკრატია სახელმწიფოებრივი აზროვნების ირაციონალური ტენდენცია გახდა. ქართული პოლიტიკური ცნობიერება მულტიკულტურული და მულტიკონფესიური თავისებურებებით გამოირჩევა, რომელიც პოლიტიკური ინტეგრაციის პროცესის გაძლიერებას მოითხოვს. პოლიტიკური ცნობიერების რაციონალიზაცია მოითხოვს პოლიტიკური აქტორების განახლებასა და მათი რიტორიკის შეცვლას; ეროვნული პრაგმატიზმი თანამედროვე ქართული პოლიტიკური იდენტობის ფორმირების უმნიშვნელოვანესი მოთხოვნა გახდა. ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ცნობიერებათავისი ღირებულებითი ელემენტებით რელიგიურ იდენტობას ემყარება. ქართულ პოლიტიკურსივრცეში მართლმადიდებელი ეკლესია გადაიქცა ღირებულებითი პრიორიტეტებისა და პოლიტიკური ცნობიერების გარდაქმნის აქტორად.
2023-10-03T00:00:00+04:00საავტორო უფლებები (c) 2023 http://ojs.b-k.ge/index.php/bk/article/view/807ნეპოტიზმი, როგორც ეკონომიკური განვითარების შემაკავებელი ფაქტორი2023-10-03T13:34:27+04:00ვლადიმერ რევაზის ძე ბასარიაvladimerbasaria@yahoo.comვლადიმერ ვლადიმერის ძე ბასარიაvladimer.basaria@bk.ru
ნაშრომში განხილულია ნეპოტიზმი, როგორც ეროვნული ეკონომიკისათვის კორუფციის საფრთხის ნაირსახეობა. მასში წარმოდგენილია ნეპოტიზმთან ბრძოლის ინსტრუმენტები და კეთდება აქცენტები მათი გამოყენების ეფექტიანობაზე.

ავტორი ყურადღებას ამახვილებს სახელმწიფოს პოლიტიკურ-ეკონომიკური განვითარებისათვის ნეპოტიზმთან ბრძოლის გადამწყვეტ მნიშვნელობაზე, აგრეთვე სახელმწიფო უწყებებსა თუ კერძო კომპანიებში თანამდებობების დასაკავებლად ჯანსაღი კონკურენციის ხარისხის გაუმჯობესების აუცილებლობაზე.

ნაშრომში ჩამოყალიბებულია არგუნენტირებული დასკვნები და რეკომენდაციები კონცენტრირდება მასზედ, რომ ხელისუფლების, საზოგადოების, სამეცნიერო წრეების მუდმივი საზრუნავი უნდა იყოს ადამიანების კონკურენტუნარიანობის ამაღლება.
2023-10-03T00:00:00+04:00საავტორო უფლებები (c) 2023 http://ojs.b-k.ge/index.php/bk/article/view/808რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი და საქართველოს საექსპორტო პოტენციალის ვექტორები2023-10-03T13:40:15+04:00ლაშა ბერიძეLberidze@cu.edu.geრამინ ცინარიძეramin.tsinaridze@bsu.edu.geზინაიდა სმუტჩაკიzinulechka@ukr.netნინო ჯაფარიძეninojafaridze124@gmail.comგიორგი თურმანიძეgturmanidze2112@gmail.com
ნაშრომში წარმოდგენილია მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების, კონკრეტულად რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე საქართველოს საექსპორტო შესაძლებლობები და არსებული მდგომარეობა. ომის ფონზე ქვეყანამ მიიღო რიგი გამოწვევები და უპირატესობები, რომელიც წარმოჩნდა ექსპორტის კუთხით. გამოკვლეულია საქართველოს ტოპ 6 საექსპორტო საქონელი და მისი იმპორტიორი ქვეყნები, აგრეთვე ომის პირობებში თუ როგორ მოახდინა ქვეყანამ ბაზრის დიფერენციაცია და ექსპორტის მოცულობის გაზრდა, გაიტანა საქონელი ისეთ ქვეყნებში, სადაც მანამდე ან არ ჰქონდა ამ დონის მოცულობის ექსპორტი ან საერთოდ არ ანხორციელებდა კონკრეტული საქონლის ექსპორტს.

თანამედროვე რეალობის ანალიზისა და პერსპექტივაში ვექტორების წარმოსაჩენად გამოყენებულია ეროვნული და საერთაშორისო სტატისტიკური მონაცემები, მათზე დაყრდნობით შესწავლილია სხვადასხვა ქვეყნების წილი საქართველოს ექსპორტის დინამიკაში და აგრეთვე ტოპ 6 საქონლის მოცულობის ზრდის თავისებურებანი. ინდექსების გამოყენებით წარმოჩნდა საქართველოს საექსპორტო შესაძლებლობები, ეს ინდექსები იკვლევს საექსპორტო საქონლის კონცენტრაციასა და კონკურენტუნარიანობას მსოფლიო სივრცეში.
2023-10-03T00:00:00+04:00საავტორო უფლებები (c) 2023 http://ojs.b-k.ge/index.php/bk/article/view/809„მწვანე ეკონომიკის“ ფაქტორთა გავლენა სიღარიბის დონის მაჩვენებელზე2023-10-03T13:53:57+04:00მადონა გელაშვილიmadigelashvili0761@gmail.com
სტატიში განხილულია სიღარიბის დონის განსაზღვრისა და „მწვანე ეკონომიკის“ შესწავლის მიდგომები, გაანალიზებულია ურთიერთკავშირი და დამოკიდებულება სიღარიბის დონესა და მწვანე ეკონომიკისფაქტორთა შორის ევროპის ქვეყნების მაგალითზე. ყოველივე ეს შესაძლებელს ხდის შემუშავებულ იქნას ეკოლოგიურად მდგრადი განვითარების მოდელი. კერძოდ, გამოყენებულ იქნა კორელაციურ-რეგრესიული მოდელი, რის საფუძველზეც მაკროეკონომიკურ ფაქტორთა მსგავსად დგინდება „მწვანე ეკონომიკის“ფაქტორთა გავლენა სიღარიბის დონეზე. ევროპის ქვეყნების მონაცემების ემპირიული ანალიზი საშუალებას გვაძვლევს განისაზღვროს განახლებადი ენერგიის ხვედრით წილის და შრომის მწარმოებლურობის უარყოფითი ურთიერთდამოკიდებულება სიღარიბის რისკის დონეზე. რაც უდაოდ კიდევ დამატებითი არგუმენტია და ადასტურებს „მწვანე ეკონომიკის“ შემდგომი განვითარების აუცილებლობას.
2023-10-03T00:00:00+04:00საავტორო უფლებები (c) 2023 http://ojs.b-k.ge/index.php/bk/article/view/810აუდიტორის მიერ კლიენტის გარიგების დადებაზე დათანხმება2023-10-03T13:57:53+04:00ზაზა ტრიპოლსკიtripolskizaza@gmail.com
ნაშრომი ეხება აუდიტის პრაქტიკული საქმიანობის სფეროს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს - კლიენტის გარიგებაზე დათანხმებას.

არცთუ შორეულ წარსულში საქართველოში მოქმედი აუდიტორები (აუდიტორული ფირმები), რომელნიც არ წარმოადგენდნენ საერთაშორისო ქსელის კომპანიებს, ნაკლებ ყურადღებას უთმობდნენ კლიენტის აყვანისთვის განსახორციელებელ იმ აუცილებელ პროცედურებს, რაც მოთხოვნილია შესაბამისი აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებით და კლიენტის აყვანა ხდებოდა დაუფიქრებლად - მთავარი იყო კლიენტი ეშოვათ; არ ხდებოდა კლიენტის საფუძვლიანი შესწავლა და ამის შესაბამისად გადაწყვეტილების მიღება, თუ რამდენად შესაძლებელია ამა თუ იმ კლიენტთან გარიგებაში შესვლა; ან ხდებოდა მხოლოდ ბუღალტრული მონაცემების მიმოხილვა და არ ხდებოდა იმ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოძიება კლიენტის შესახებ და რისკებზე მსჯელობა, რაც აუცილებელია აუდიტის გასაგრძელებლად ან გარიგებაზე უარის სათქმელად.

ავტორი გამოცდილებაზე დაყრდნობით ნაშრომში აღწერს თუ როგორი უნდა იყოს აუდიტის დასაწყებად და კლიენტის სწორად შერჩევისთვის აუდიტორის მიერ განსახორციელებელი პროცედურები და გამოთქვამს მათზე საყურადღებო მოსაზრებებს.
2023-10-03T00:00:00+04:00საავტორო უფლებები (c) 2023 http://ojs.b-k.ge/index.php/bk/article/view/811აღზრდის სტილის გავლენა მოზარდის ფსიქო-სოციალურ განვითარებაზე2023-10-03T14:14:39+04:00თინათინ ჭარხალაშვილიcharkhalashvilitinano12@gtu.ge
იდენტობისა და თვითშეფასების ფორმირების პროცესში ოჯახური გარემო და აღზრდის სტილი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. ოჯახებში სადაც მშობლები თავიანთ ფუნქცია-მოვალეობებს კარგად უმკლავდებიან, შვილებს უსაფრთხო, მშვიდ და მეგობრულ გარემოს უქმნიან. ჯანსაღ ოჯახურ გარემოში მოზარდი თავს მშვიდად და დაცულად გრძნობს. აცნობიერებს, რომ მშობელი მას იღებს ისეთს როგორიც არის. გარდა ამისა, მშობლები ეხმარებიან მოზარდის დამოუკიდებელ და სრულფასოვან პიროვნებად ჩამოყალიბებაში.

მშობლის მხრიდან გამოყენებული აღზრდის სტილი არის მეთოდი რომლის გამოყენებითაც მშობელი ზრდის შვილს. მშობლის დამოკიდებულება დიდად განსაზღვრავს ბავშვის ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას. ის გავლენას ახდენს ბავშვის კოგნიტურ, სოციალურ და კომუნიკაციური უნარების განვითარებაზე. აღზრდის სტილს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ბავშვის სოციალიზაციისა და პიროვნებად ფორმირების პროცესში.

დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მოზარდის წარმატებულ პიროვნებად ჩამოყალიბება, მშობლის მხრიდან გამოყენებულ აღზრდის მეთოდზე დიდწილად არის დამოკიდებული. მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ მოზარდს ცხოვრების მანძილზე რამდენიმე მნიშვნელოვან სოციალურ გარემოში უწევს ყოფნა, მათ შორის ოჯახი პირველია სადაც ზემოთ აღნიშნული უნარები უპირველესად მშობლების გარემოცვაში ყალიბდება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ანალიტიკური კვლევა მიზნად ისახავს მოზარდთა ფსიქო-სოციალურ განვითარებაზე მშობელთა მხრიდან გამოვლენილი აღზრდის სტილის და მეთოდების გავლენების შესწავლას.
2023-10-03T00:00:00+04:00საავტორო უფლებები (c) 2023 http://ojs.b-k.ge/index.php/bk/article/view/812ემოციური ინტელექტი და ლიდერობა2023-10-03T14:18:36+04:00თინათინ ჭარხალაშვილიcharkhalashvilitinano12@gtu.geთამარ კაპანაძეkapanadzetamuna0@gmail.com
თანამედროვე საზოგადოებაში, სოციალურ ჯგუფებს ლიდრები მართავენ. ეს ნიშნავს იმას, რომ ლიდერი არის პიროვნება, რომელიც ჯგუფის სხვა წევრებთან შედარებით ყველაზე მძლავრი უნარი გააჩნია მართოს კრიზისული სიტუაციზები და გაუმკლავდეს არსებულ გამოწვევებს. აღნიშნული სირთულეების მართვას სჭირდება გამორჩეული ლიდერი და არა უბრალოდ კარგი ლიდერი. რით განსხვავდება გამორჩეული ლიდერი კარგი ლიდერისაგან? ემოციური ინტელექტის მკვლევარი დანიელ გოლემანი მიიჩნევს, რომ ეს არ არის მხოლოდ IQ ან ტექნიკური უნარები. ეს ემოციური ინტელექტია: ხუთი უნარის ერთობლიობა, რომელიც საუკეთესო ლიდერებს თავის და სხვების მიერ სამუშაოს შესრულების მაქსიმალიზაციის საშუალებას აძლევს. როდესაც ერთი კომპანიის ზედა რგილის მენეჯერების ემოციური ინტელექტის (EI) შესაძლებლობების ჯამი კრიტიკულ ზღვარს აჭარბებს, მათი განყოფილებები დასახულ მიზნებს ყოველწლიურად 20%-ით გადაჭარბებით ასრულებენ.

ყველაზე მეტად გავრცელებული განმარტების თანახმად, ემოციური ინტელექტი არის ემოციების აღქმის, გაგების, გამოხატვის, მართვისა და რეგულირების უნარი. შეიძლება ითქვას, რომ, ფაქტობრივად, ეს განმარტება აერთიანებს ყველა იმ მოდელის ძირითად კომპონენტებს, რომლებიც დღეს არსებობს. ემოციური ინტელექტის შემადგენელი უნარებია: თვითცნობიერება, თვითრეგულაცია, მოტივაცია, ემპათია, სოციალური უნარი. ემოციური ინტელექტის მკვლევარები ამტიკცებენ, რომ თითოეული ჩვენგანი ემოციური ინტელექტის გარკვეული უნარებით იბადება, ამ უნარების გაძლიერება კი, მუდმივი ვარჯიშისა და კოლეგების თუ მწვრთნელების მხრიდან მიღებული უკუკავშირის მეშვეობით არის შესაძლებელი.

შესაბამისად, წინამდებარე ნაშრომი ყურადღებას ამახვილებს ემოციური ინტელექტის მნიშვნელობაზე, როგორც ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და საჭირო უნარზე, რომელიც სჭირდება გამორჩეულ ლიდერს.

სტატიაზე მუშაობისას დამუშავებულია, როგორც ქართული, ისე უცხოური წყაროები - სამეცნიერო ნაშრომები, ცალკეული პუბლიკაციები. ჩვენ მიერ დამუშავებულმა ლიტერატურის ანალიზმა მოგვცა საშუალება ჩამოგვეყალიბებინა ხედვა საკითხისადმი.
2023-10-03T00:00:00+04:00საავტორო უფლებები (c) 2023 http://ojs.b-k.ge/index.php/bk/article/view/813საჩხერის მუნიციპალიტეტის ბუნებრივი რესურსების გამოყენების გავლენა რეგიონის ეკონომიკასა და ეკოლოგიაზე2023-10-03T14:23:14+04:00დოდო ხომასურიძეxomasuridze85@gmail.com
ნაშრომი ეხება საჩხერის მუნიციპალიტეტის ბუნებრივი რესურსების გამოყენების გავლენას რეგიონის ეკონომიკასა და ეკოლოგიაზე. მასში წარმოდგენილია ბუნებრივი რესურსების სახეები, მითი როლი ქვეყნის ეკონომიკური ზრდისა და განვითარებისათვის.

ავტორი მტკივნეულად შენიშნავს, რომ ბუნებრივი რესურსების მიმართ მომხმარებლური დამოკიდებულება, ბუნებაში უხეში ჩარევა, ადამიანების ვანდალური მოქმედებები კატასტროფულად აისახებოდა საცხოვრის გარემოსა და ეკოლოგიაზე.

ნაშრომში განვითარებულია აზრი ბუნებრივი რესურსების პარადოქსული კანონზომიერების შესახებ, რომელიც ეკონომიკურ ლიტერატურაში ცნობილია, როგორც „რესურსის წყევლა.“

ნაშრომში მოცემულია მოსაზრებები, რომლებიც ასახავენ ფაქტობრივ მდგომარეობასა და მათი გამოსწორების პერსპექტივას.
2023-10-03T00:00:00+04:00საავტორო უფლებები (c) 2023 http://ojs.b-k.ge/index.php/bk/article/view/814სოციალური მედია მარკეტინგის როლი ტურიზმსა და სასტუმრო ინდუსტრიაში2023-10-03T14:28:08+04:00ბექა სხირტლაძეbekaskhirtladze10@gmail.comნინა კოფიანიდიnkopianidi@gmail.com
საქართველოში ტურიზმი ერთ-ერთი სწრაფად მზარდი სექტორია. ამასთანავე, სოციალური მედიის აქტივობისა და მოხმარების ზრდასთან ერთად, პროდუქტების წარმოდგენიდან მომხმარებელთა წახალისებამდე ბიზნესის მარკეტინგული ტაქტიკაც შეიცვალა. სოციალური მედია, ძალიან დიდ როლს ასრულებს ტურიზმის ბიზნესში, რამდენადაც სოციალური მედია არის ინფორმაციის მოპოვების ძირითადი წყარო ტურისტებისთვის, რომლებიც ეძებენ კონკრეტულ ინფორმაციას დანიშნულების ადგილის, ძირითადი და დამატებითი მომსახურების, სხვადასხვა სერვისებისა თუ ფასების შესახებ. აღნიშნულ საკითხთან მიიმართებით, ჩატარდა ხარისხობრივი კვლევა, რომელიც ასახავს და განიხილავს სოციალური მედია მარკეტინგის როლს, თუ როგორ მუშაობს ის ტურიზმისა და სასტუმროების ინდუსტრიაში.

საქართველოში, სასტუმრო მომსახურების თანამედროვე ბაზარს, შეუძლია დააკმაყოფილოს ტურისტთა გარკვეული მოთხოვნილებები, რის საშუალებასაც არსებული რესურსები და განთავსების საშუალებათა მრავალფეროვნება იძლევა. ტურისტთა ნაწილში, განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საოჯახო ტიპის სასტუმროები, რისი განვითარებისთვისაც საჭიროა რესურსების სწორი და მიზანმიმარული გამოყენება, მომსახურების ხარისხის სწორი მართვა და ინვესტირება ამ მიმართულებით.
2023-10-03T00:00:00+04:00საავტორო უფლებები (c) 2023